ქრისტიანული მომავალი არის ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომლითაც მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ღვთის მადლსაც შევინარჩუნებთ, ღვთის წყალობასაც შევინარჩუნებთ და ღვთის წყალობა როცა ჩვენს მხარეზე იქნება, ვერც ერთი მანქურთი ვერ მოგვერევა, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

"ის, ვინც დღეს საქართველოს აბრუებს და ატყუებს დასავლური ღირებულებებით, რომლებიც ფაქტობრივად, აშკარად გამოჩნდა, გვეუბნებიან, რომ თუ ამ გეი მიმართულებას არ აირჩევთ, ჩვენთან ადგილი არ გექნებათ. ამიტომ, ჩვენ ღმერთი უნდა ავირჩიოთ და არა ამერიკა ან ევროპა. კვლავ უნდა გავაგრძელოთ ღვთის გზაზე სიარული, ვინც იქნება ღვთის მხარეზე, პარტიები იქნება თუ ადამიანები, მათთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ. მე არ მინდა, რომ პარტიული მიმართულებით ვილაპარაკო, მე ვამბობ, რომ აუცილებელია, სოდომია არ გაპარპაშდეს საქართველოში, ამისთვის საჭიროა, სწორი არჩევანის გაკეთება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის უფლება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება გადააყირაონ ვიღაცების განცხადებების ან ძალმომრეობით.“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.