წლების განმავლობაში ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას ირჩევდნენ და ვხედავთ, რომ იგივე ბრძოლაა დღეს ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ რაინიე ფან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს ბედს თაობებით.
„ქართლის დედის ქანდაკება თბილისში, სოლოლაკის მთაზე დგას და ქართველთა სულისკვეთებას წარმოაჩენს. მას ცალ ხელში ღვინის თასი უკავია, რადგან სტუმრები ოჯახის წევრებივით სასურველი არიან, მერე ხელში კი ხმალია, რადგან თუ ცუდი განზრახვით მიხვალ, ისინი წინააღმდეგობას გაგიწევენ. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ამაყი ხალხიც უძველეს ენაზე საუბრობს და გიყვებიან შესანიშნავ ისტორიებს მათი ხალხის მრავალფეროვნების შესახებ 4 000-წლიანი ისტორიით. ამ წლების განმავლობაში ქართველები თავიანთი თავისუფლებისთვის ბრძოლას ირჩევდნენ და ვხედავთ, რომ იგივე ბრძოლაა დღეს ქართულ საზოგადოებაში, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიაზე თავდასხმებს. პოლიტიკური პარტია, რომელიც ქმნის რუსულ კოშმარს, ისინი თავს ესხმიან სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და უმცირესობებს. მათ სურთ აკრძალონ ოპოზიციური პარტიები და დაუახლოვდეს რუსეთი, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციასა და სიცრუეს, აჩვენებენ, რომ რუსეთი ნიშნავს მშვიდობას და ევროკავშირი კი ომს. ისინი ცრუობენ, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხისა და დემოკრატიის, რადგან კარგი დემოკრატია უმკლავდება კორუმპირებულ ლიდერებს, ახორციელებს მათი ქონების კონფისკაციას და ართმევს ძალაუფლებას. მომავალი არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს ბედს თაობებით. არის ახალგაზრდა ლიდერთა ახალი თაობა, რომელთაც შეუძლია ღია – კულტურული და საპარლამენტო დემოკრატიის შექმნა. შესაძლოა, გახდნენ ისინი, ვისაც შეუძლიათ საქართველოს ევროკავშირში შეუძღვნენ. როგორც ეს რეზოლუცია აჩვენებს, მათ შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ, ისევე, როგორც ჩვენ ვხედავთ მათ მიმართ მხარდაჭერას ქართულ საზოგადოებაში. ასობით ათასი ქართველი ქუჩაში მასშტაბურად ზეიმობდა – სურათი ქვეყნისა, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო. იგივე ხალხი აპროტესტებდა ავტოკრატიას გასულ წელს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
თარგმანი: პირველი არხი