ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამოსვლის დროს ევროკავშირის ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მძაფრი საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაიცვა, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვას სკანდალური უწოდა და ურსულა ფონ დერ ლაიენი სუვერენული ქვეყნების დამოუკიდებელ მთავრობათა საქმიანობაში ჩარევაში და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ.
„მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა დებატები უნგრეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.ჩვენ უნდა გვესაუბრა ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, ხალხის იმედზე, იმაზე, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპელებისთვის.
ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა სკანდალური სიტყვა წარმოთქვა. არავის მისცა მას უფლება, შეემოწმებინა სუვერენული სახელმწიფოების დამოუკიდებელი მთავრობები. და მინდა შევახსენო მას, რომ ევროკავშირი შედგება სუვერენული სახელმწიფოებისგან და პანი ფონ დერ ლაიენი არ არის ევროპის დედოფალი.
ბევრს ლაპარაკობთ დემოკრატიაზე, ბევრს საუბრობთ კანონის უზენაესობაზე, მაგრამ როგორ გესმით ეს? როცა თქვენი მეგობრები, თქვენი კოლეგები მართავენ, ეს არის დემოკრატიული და კანონიერი. ნახეთ რა ხდება ახლა პოლონეთში. კანონის უზენაესობა ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. ამაზე ლაპარაკობთ? ეს გაწუხებთ? არა, რადგან პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ახლა თქვენი კოლეგა დონალდ ტუსკია“, - დასძინა მან.
Skandaliczne wystąpienie Ursuli von der Leyen, która najwyraźniej już naprawdę uważa siebie za „królową Europy”. Podczas debaty o prezydencji Węgier w UE, von der Leyen zaczęła szczuć na Węgry. Zamiast rozmowy o kondycji Unii Europejskiej, o obecnych problemach i potrzebach, w… pic.twitter.com/OGzuEiGbyd
— Beata Szydło (@BeataSzydlo) October 9, 2024