დღეს, მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში „ბავშვები მწერალთა სახლში“ ბავშვები ვასო გულეურთან ერთად საბავშვო ლიტერატურაზე საუბრობენ. ღონისძიებაზე განიხილება: „რას კითხულობენ დღეს ბავშვები, როგორ შევურჩიოთ წიგნები და როგორ შევაყვაროთ კითხვა.“ 

შეხვედრების ციკლს „ბავშვები მწერალთა სახლში“ 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიზანია, ბაღისა და დაწყებითი კლასების ბავშვებს შესთავაზოს: ფერადი ზღაპრები, ლეგენდები და თქმულებები.

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 1967 წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ახალგაზრდული და საბავშვო წიგნების საერთაშორისო საბჭომ“ დააარსა, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღნიშნავენ.