1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთებზე ტარიფება იცვლება. ფასდაკლების 10 თვიანი ტარიფები აღარ იმოქმედებს. კერძოდ პირველი კლასის ბილეთის ფასი 25 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება. რაც შეეხება მეორე კლასს ის 18 ლარის ნაცვლად 24 ლარი ეღირება.
ამის შესახებ „აიპრესს“ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზზე განუცხადეს. ჩვენ ცხელ ხაზზე 28 ივნისისა და 1 ივლისის მარშრუტების ფასები ვიკითხეთ, რაზეც ოპერატორმა ასე გვიპასუხა:
„28 ივნისის მარშრუტზე, ანუ ხვალინდელი დროით 18 ლარი ეღირება მეორე კლასის ბილეთები, ხოლო პირველი კლასი 25 ლარი.
1 ივლისიდან ფასები იცვლება, მეორე კლასი ეღირება 24 ლარი, პირველი კლასი კი 60 ლარი“, - გვითხრეს ცხელ ხაზზე.