შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო და მას გათბობის სიტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.









