ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად  თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო  დროშა დაეშვა.

მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იქნება დაშვებული.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.