თბილისში, დიდი დიღომში 12 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი პოლიციასთან ერთად ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

პირველადი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდი  პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილი მოზარდთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

პ.ს. მასალა განახლებადია.