თელავის ხევი ბოლოს 1977 წელს ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა, ქვა-ღორღმა და ლამმა დაფარა სხვადასხვა დაწესებულებები, განადგურდა ინფრასტრუქტურა.
49 წლის შემდეგ იგივე სცენარი განმეორდა ქალაქში. წვიმის შედეგად ადიდებულმა და კალაპოტიდან გადმოსულმა ხევმა ამჯერად ალაზნის გამზირი, კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩები დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და პირველი სართულები, საავადმყოფოები, სავაჭრო ობიექტები, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს, შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.







