ქალაქ თელავში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

"ქალაქ თელავში, გასულ ღამეს გადაუღებელი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა, თელავის ხევის ადიდებამ სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხიდის ჩახერგვა და კალაპოტიდან წყლის გადმოსვლა გამოიწვია. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩა საავტომობილო მოძრაობისთვის დაკეტილია. 
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზარალი ალაზანი - კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს, ხოლო ზარალის ზუსტი შეფასება წყლის დონის დაკლების შემდეგ იქნება შესაძლებელი",- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ. 

ცნობისათვის, დატბორილია ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის ნაწილი, სეხნიაშვილის ქუჩა.

განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, წყალი შევარდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და პირველ სართულებში. 

მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. 

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია