პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზბიგნევ ზიობრო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დააკავეს.
პოლონური მედიის თანახმად, ზბიგნევ ზიობრომ არაერთხელ თქვა უარი საპარლამენტო კომისიის წინაშე წარდგომაზე, რომელიც შეიქმნა, რათა გამოიკვლიოს ყოფილი მთავრობის მიერ ჯაშუშური სისტემის, „პეგასუსის“ გამოყენება.
„პეგასუსი“ მაშინდელი იუსტიციის სამინისტრომ შეიძინა და გადაიხადა დანაშაულის მსხვერპლთა დასახმარებლად გამოყოფილი თანხა. მას შემდეგ, რაც ზბიგნევ ზიობრომ არაერთხელ განაცხადა უარი კომისიაში მისვლაზე, საგამოძიებო კოლეგიამ სასამართლოს სთხოვა გამოეცა ბრძანება, რომ დაკითხვა შესაძლებელი გახდეს.
ზბიგნევ ზიობრომ ასევე უგულებელყო ბოლო მოსმენა, რომელიც 31 იანვარს, დილის 10:30 საათზე იყო დაგეგმილი და, ამის ნაცვლად, ტელეკომპანია „რესპუბლიკაში“ მივიდა, მაუწყებელში, რომელიც ღიად უჭერს მხარს ყოფილ მთავრობას.
ზბიგნევ ზიობრომ ტელევიზიაში თქვა, რომ კომისიის წინაშე არასოდეს გამოცხადდება და ამტკიცებდა, რომ ეს ორგანო არალეგალური იყო საკონსტიტუციო ტრიბუნალის განჩინებით.
ტრიბუნალის განაჩენი უგულებელყოფილია ამჟამინდელი მთავრობის მიერ იმ მოსაზრების გამო, რომ იგი წინა ხელისუფლების მიერ იქნა პოლიტიზებული და იქ ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკოსები მუშაობენ.
ზბიგნევ ზიობრო ტელევიზიის შენობიდან გასვლისას დააკავეს.
საგამოძიებო კომისიამ ყოფილი მინისტრის 30 დღით დაკავება მოითხოვა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი.