შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.


აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მ ოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება." - ნათქვამი უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელაბა უნდა იყოს. 

როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"

მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".

დღეს, საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს . 

გუშინ, პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ