თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძემ "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიას, თბილისის საკრებულოს წევრი "ნაცმოძრაობიდან" ზვიად კუპრავას და "ნაცმოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. . გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.
სწორედ ამ ადგილას დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ.
მისი თქმით, გუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მოგვიანებით კი თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა.
ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.
შსს-მ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ წესით დააკავა.
თბილისის საკრებულოს "ნაცმოძრაობის" დეპუტატზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს