აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ქამრან ალიევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიგა ძნელაძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მრჩეველი თეიმურ ქარაევი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი საბუჰი ალიევი, ბალაკანის საოლქო პროკურორი ჯამალ ბაგიროვი, გაზახის საოლქო პროკურორი როვშან ალიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.
გიორგი გვარაკიძემ ქამრან ალიევს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დააღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
„საქართველოში სტუმრად იმყოფება აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ბატონი ქამრან ალიევი დელეგაციასთან ერთად. ოფიციალურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი ქვეყანის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებლად აისახება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პროკურატურის საქმიანობაზე“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ქამრან ალიევმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში ვიმყოფებით ჩემი კოლეგის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის მოწვევით, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა და თანამშრომლობა სხვადასხვა დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით“- განაცხადა ქამრან ალიევმა.
შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობას გაუსვეს ხაზი, თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს დასამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.









