ის შედეგები, რაც 2025 წლის ბოლო თვეებში აღინიშნა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
„ის შედეგები, რაც 2025 წლის ბოლო თვეებში აღინიშნა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. კორუფციული მიმართულება, ნარკოპოლიტიკა, თაღლითობასთან ბრძოლა და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ, ასეულობით სისხლის სამართლის საქმეზე ახლაც მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ამ საქმეებს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. გპირდებით, რომ 2026 წელი ძალიან საინტერესო იქნება როგორც პროკურატურისთვის ისე საზოგადოებისთვის”, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.








