გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თამაშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 40 ერთეული სანახშირე ორმო აღმოაჩინეს, სადაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ნახშირის დაწვა.

"ასევე, ორმოებთან ნანახი იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 30 ერთეული ნახშირით სავსე ტომარა და 18 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის მე-2 ხარისხის ხე-ტყე.

მოხდა სანახშირე ორმოების განადგურება და სარეალიზაციოდ გამზადებული ნახშირის ტომრების ჩამორთმევა/დალუქვა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში",-აღნიშნულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.