თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებული კაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილი ძალადობის ორგანიზებაში ( სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით) უდანაშაულოდ ცნო.
ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდადებულები სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდადებულები ძალადობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) დამნაშავედ ცნო და ოთხ-ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან, როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდადებულები გაამართლა. თუმცა დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებაში. ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში."- განაცხადა სახელმწიფოს ბრალმდებელმა თამარ იაკობიძემ განაცხადა