ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დავით სვანაძის საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა. მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლიანა ბლაგიძის საქმე, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
„ქალბატონმა ირინა ფერაძემ შსს-ს მომართა განცხადებით, რასთან დაკავშირებითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. ადვოკატები მოცემულ შემთხვევაში არ ადასტურებენ ქალბატონი ლიანა ბლაგიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა ქალბატონი ირინა ფერაძის მიმართ," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ანა კაკიაშვილმა.
ცნობისათვის, სიძულვილის ენის სამმართველოში ამ დროისთვის 200-მდე სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტია იდენტიფიცირებული.
















