ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ურთიერთშელაპარაკების დროს 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს სოფლის სასაფლაოზე დაუპირისპირდნენ.
დაშავებული, რომელსაც ცივი იარაღით ჭრილობები თავისა და წელის არეში აღენიშმებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დაჭრილის თანმხლები პირები და მათი ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.










