შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.- ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




