„ბატონო მოსამართლევ და ბატონო პროკურორებო, მოდით გავერკვეთ ერთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ?! იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს თუ იმას, ვინ დააზიანა ღობე?
უკვე ყველასათვის ნათელია, რომ მთელი ეს ხმაური და ჩვენი დაკავება ემსახურება მხოლოდ ერთ ფაქტს, საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის გადაფარვას და მის ძალადობად შერაცხვას. - ამის შესახებ ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
"4 ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, რომლითაც ვამაყობ და თქვენ ამის გამო, მე მასამართლებთ... თქვენ მე ბრალს მდებთ დამხობაში, ძალადობასა და ძალადობსიკენ მოწოდებაში და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში.
მოდით, განვიხილოთ ეს საკითხები და თუ ერთმანეთს დავეთანხმებით ყველაფერი ნათელი იქნება.
1) ძალადობისკენ მოწოდება - მანახეთ ერთი ვიდეო, სადაც მე მოვუწოდებ ძალადობისკენ ან რომ ძალადობრივი მოქმედებისკენ მოვუწოდებ; თუ ვერ მანახებთ ე.ი ეს მუხლი მოხსნილია; მეთანხმებით?! და მე გეუბნებით, რომ ვერ მანახებთ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს.
2) დამხობა - მე ყოველთვის ვამბობდი მშვიდობიან დამხობას, რომელიც შედგა. მინიმუმ 250 ათასმა ადამიანმა ხმა მისცა იმას, რომ იბრუნებს ძალაუფლებას და ყველა ოდნავ მაინც თავმოყვარე მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა. როდესაც ე.წ. პარლამენტის თავმდჯომარე თავს იწონებს ტელევიზორში, რომ თითქოს მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მათ ხმა მისცა, დავუშვათ ასეა, მოდით დავითვალოთ რამდენმა მისცა ხმა 4 ოქტომბერს მათ წინააღმდეგ:
მინიმუმ 250 ათასი ადამიანი, რომელსაც ჰყავს 3 ოჯახის წევრი მაინც. უამრავმა ვერ მოახერხა რაიონებიდან ჩამოსვლა; აგრეთვე, მილიონამდე ემიგრანტი რომელთა 92% პროცენტი დეკლალირებულად ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი. 4 ოქტომბერს არჩევნები კი არ შედგა, არამედ მათი გ ა დ ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ვნახეთ ყველამ ერთად. თუ გაუსწორებთ სიმართლეს თვალს, მაშინ უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს მუხლიც მოხსნილია.
3) რაც შეეხება სტრატეგიულ ობიექტს - რომელიმეს გჯერათ, რომ ასობით ათას ადამიანს, რომ ნდომებოდა შენობის აღება ამას ვერ შევძლებდით?
ყველაზე კარგად 4 ოქტომბრის მნიშვნელობა გაიაზრა ივანიშვილის ოცნებამ და ამიტომ იმაზე კი არ აკეთებს აქცენტს თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით მყოფმა ხალხმა რომ ხმა მისცა მათ გადადგომას ეროვნულ კრებაზე - არამედ, მათ, სპეციალურად, დღემდე, გადააქვთ ყურადღება იმ ღობეზე, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა და ეს საკითხი, რომ მნიშვნელოვანი გამხდარიყო ამ ღობის საქმეზე დააკავეს 60-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი. ეს ადამიანები, ისევე როგორც ყველა სინდისისა და პოლიტიკური
პატიმარი დასაკავებლები კი არა, ხელის გულზე სატარებლები არიან. საქართველოს ასეთი შვილები, რომ არ ჰყოლოდა ისტორიის მანძილზე ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებდა.
და ამიტომაც თუ მაინც და მაინც ეგ ღობის ამბავი გაინტერესებთ აუცილებლად უნდა დაიბაროთ ოცნების პრემიერი, რომელმაც ტელევიზიით მისცა აღიარებითი ჩვენება და თავისი ჩვეული უშფოთველი ღიმილით თქვა: მათ იქ ჩვენ დავახვედრეთ სურპრიზი ეს ვიდეო თუ არ გინახავთ ჩვენ მოგაწვდით.
ხომ მეთანხმებით, რომ ეს ბრალიც მოიხსნა?!
მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ვარ 4 ოქტომბრის ეროვნული შეკრების ინიციატორი. ზემოაღნიშნულის უფლება კი საქართველოს კონსტიტუციით მქონდა. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ მოიყვანოთ ცრუ მოწმეები, რომ ვითომ მე მათ რაიმე უკნონობისკენ მოვუწოდებდი. როგორც არ უნდა ეცადოთ ასეთი ცრუ ჩვენებებს ვერ მიიღებთ ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდნენ; ცრუ ჩვენებას ვერ მიიღებთ ვერც ევა შაშიაშვილისგან. და არ გამოგივათ სხვებთანაც. ამიტომ ჩემი რჩევაა ნუ წვალობთ, მოიყვანეთ ისევ თქვენი, კაგად გაწვრთნილი ცრუ მოხელეები, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დიდი ალბათობით თავიანთ მშობლებსაც კი დაადებენ ხელს.
არის ასეთი გამონათქვამი, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ დიდი ფულით კი ყველაფერს. მე კი მინდა გითხრათ, რომ ჩახედეთ რუსთაველზე მდგარ მომიტინგეებს და ციხეში მჯდომ ადამიანებს თვალებში, გულებში და დაინახავთ, რომ სამშობლოს სიყვარული შეუფასებელია, მას ვერც დიდი ფულით ვერ იყიდით.” - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.








