ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა ბოლომდეა.

„ვიდრე ერთად ვართ ვერავინ მოგვერევა, ასეც უნდა გავაგრძელოთ. სიწყნარე, სიშვიდე, არ მოუსმინოთ არავის, ვინც სუს-ის ენით ლაპარაკობს და ნიჰილიზმს თესავს. ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა ცუდადაც არ არის. ვიყოთ ერთად, ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.