"სი-ტი პარკი" სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
კომპანიის ადვოკატის ნათია წკეპლაძის განცხადებით,თბილისის საქალაქო სასამართლომ „სი-ტი პარკის“ სარჩელი მერიის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. მისივე ინფორმაციით მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელის ავტორებს არ მისცა საშუალება ბრძოლა სასამართლოში გაეგრძელებინათ.
„დღეს ჩვენ გვქონდა საქალაქო სასამრთლოში სხდომა სახელშეკრულებლო სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით. „სი-ტი პარკს“ არ ეძლევა სასამართლო წესით დავის წარმოების შესაძლებლობა, რადგან 22 ნოემბრის განჩინებით მოსამართლემ უარი გვითხრა თბილისის მთავრობის განკარგულების, როგორც ადმინისტაციული აქტის კანონირებაზე აღძრული სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით. იქვე განგვისაზღვრა, რომ „სი-ტი პარკს“ უფლება აქვს თავის სამართლებრივი უფლებები აწარმოოს სასამართლოში სახელშეკრულებო სარჩელის მეშვეობით. ჩვენ იძულებული ვიყავი ასე მოვქცულიყავით და დღეს თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო ჩვენი სარჩელი ისე, რომ წესიერად სასამართლო სხდომაც არ ჩაატარა. ჩვენი განმარტებები მოსმენილი არ იქნა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე წინასწარ იყო განწყობილი, რომ ჩვენი სარჩელი დაეტოვებინა დაუშვებლად“, -განაცხადა ნათია წკეპლაძემ.
ცნობილია, რომ თბილისის მერიამ „ სი-ტი პარკი“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ძალადაკარგულად გამოაცხადა. „სი-ტი პარკში“ მერიის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდებენ და ქალაქის მერიას იურიდიულად არამართლზომიერ ქმედებებში სდებენ ბრალს.