თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მსახიობებს, ბაჩო ქაჯაიას და ანა ტყებუჩავას 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მოსამართლის თქმით,  ბაჩო ქაჯაიას და ანა ტყებუჩავამ ჯარიმა დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, გასაჩივრება კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეეძლებათ.

როგორც ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა აცხადებენ, 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე აქციას იმ დროს შეუერთდნენ, როდესაც ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო, რასაც კადრებიც ადასტურებს. გარდა ამისა, მსახიობების თქმით, გააჩნიათ ჩეკები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსთაველის გადაკეტვის დროს კაფეში იმყოფებოდნენ

გადაწყვეტილების გამოცხადებას შსს-ს წარმომადგენელი არ დასწრებია.