დღეს დაახლოებით 15 საათსა და 40 წუთზე თბილისის დროით, ოკუპირებული სოხუმის ცენტრში, რესტორან "სან-რემოსთან", მოხაჯირების სანაპიროზე, ნიღბიანებმა ორი "კანონიერი" ქურდი ჩაცხრილეს: 38 წლის ასტამურ შამბა (ასტიკი) და მისი კბილა ალხას ავიძბა (ხასიკი).
პორტალ primecrime.ru-ს ინფორმაციით ასტიკი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხასიკი ოდნავ მოგვიანებით. დაჭრილია მათთან ერთად სუფრაზე მყოფი მამაკაცი და ოფიციანტი ქალი, რომელიც მათ მაგიდას ემსახურებოდა. მოკლულები დე ფაქტო აფხაზეთის ე. წ.ქურდული სამყაროს წინამძღოლის, 53 წლის რაულ ბარცბას (პიზა) უახლოეს საყრდენ პირები იყვნენ. მათ თავინთი ექვსწლიანი ქურდული კარიერის მანძილზე პიზას მითითებით შელახეს რამდენიმე "მოძმის," სახელი, მათ შორის, მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სოხუმსკი) კლანთან დაკავშირებული ალხაზ აგრბას (ალხაზ გუდაუტსკი) და თენგიზ ლაკერბაიას (თენგულიაშ სოხუმსკი), აგრეთვე გულის კლანთან დაკავშირებული ნიკო დგებუაძის (ნიკა გუდაუტსკის). მოკლულთა მიერ ქურდულ ოჯახს ბოლოს ჩამოშორებულთა შორის არიან სოხუმელები თემურ გვასალია (მაკოლია, თემო სუხუმსკი) და თემურ ახუბა (დინრიდი).