ყოფილი ცოლის  დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

43 წლის ბრალდებულის საქმე  მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ განიხილა.

მამაკაცის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 20 000 ლარიანი  გირაოს შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მკვლელობის მოტივად, ეჭვიანობა დაასახელა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორი  განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის  ჩადენის, მიმალვის,მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ცნობისათვის, მკვლელობა 29 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა.

მამაკაცმა ყოფილ ცოლს  და მის მეგობარ მამაკაცს სანადორო თოფიდან ესროლა. 47 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა,41 წლის ქალი კი სავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება   დამამძიებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის  მუხლით მიმდინარეობს.

წინა სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.