შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავასა და ზაზა რობაქიძესთან ერთად ბრალდებულია "აიპრესთან" აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ენდობა.

"იცით რა არის, ირაკლი შოთაძეს მეტნაკლებად ვენდობი. ის კეზერაშვილის ყოფილი მოადგილეა და მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს. ნახეთ რას აკეთებდა არჩილ კბილაშვილის დროინდელ პროკურატურა. კბილაშვილი გამოდიოდა და ამბობდა ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის გვამებზე მოვედითო“, - განაცხადა დონაძემ.

გურამ დონაძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ ყველა ქვეყნის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში წერია, რომ კადრები უწყვეტია.

„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაშიც სიტყვა-სიტყვით წერია: „კადრი 5 წუთი და 9 წამი არის უწყვეტი, რომ წუთსა და 30 წამში იღუპება ბუტა რობაქიძე, რომელიც ჯერ კიდევ აკეთებს ღრმა ამოსუნთქვას, იარაღებს პოლიცია პოულობს უწყვეტი რეჟიმის კადრში, 49 და 39 წამზე. 
პროკურატურას აქვს ერთი ფურცელი და ჩვენ გვაქვს ტომები, სადაც დასკვნებია წარმოდგენილი. ყველა ქვეყნის ექსპერტიზის დასკვანში ერთი-ერთზე წერია.

სასამართლომ და პროკურატურამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აღიარა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს სიპი, თეა წულუკიანიც კი ვერ დაავალდებულებდა ვინმეს, ეს დასკვნა გაეყალბებინა, რაც ნახეს ის დაწერეს დასკვნაში ექსპერტებმა. რა, თეა წულუკიანის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოვისყდე?! 2 ბრალი არ დამიდასტურდა, ბუტას მკვლელობა და იარაღების მიტანა მედებოდა ბრალად და არ დამიდასტურდა. ახლა დარჩა ჩემი ბრალდებაში ის, რომ ოპერატორს მივუთითე. ბრალში მიწერია, რომ ოპერატორს მივუთითე, კარგი კადრი გადამიღეთქო. 

რამდენიმე თვის წინ ბუტა რობაქიძის დედამ განაცხადა, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში თანამონაწილეები დაუსჯელები დადიანო. მკვლელობაში თანამონაწილეებად გვასახელებს. ვის გულისმობს მკვლელობის თანამონაწილეებში, ბაშალეიშვილს?! ის გასამართლებულია. არასდროს ჰქონია ბუტას დედას პრეტენზია მის მიმართ ვინც შვილი მოუკლა", - აცხადებს გურამ დონაძე.

„ჩვენს ხელთ არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში წერია:

"1. წარმოდგენილი ჩანაწერი არის პოლიციის მიერ განხორციელებული დაკავების ოპერაციის ამსახველი სიუჟეტი. მთლიანობაში სიუჟეტი წარმოადგენს ერთი მთლიანი მოვლენის (დაკავების ოპერაციის) ამსახველ კადრებს, რომელიც განვითარებული მოვლენების მიმდინარეობით ვითარდება. ლოგიკურად დაახლოებით 5 წუთზე შეინიშნება წყვეტა და გამოსახულება გადადის სხვა კადრზე, რომლის შემდეგ კადრებში ფიქსირდება წყვეტები, მაგრამ მთლიანობაში მოვლენათა განვითარების ჯაჭვი არ ირღვევა. 

2. ვიდეო ჩანაწერის დწყებიდან 3 წამსა და 11 მილიწამზე ჩანაწერში ისმის იარაღის გასროლის ხმა. 

3. ვიდეო ჩანაწერში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ფორმის საგნის და ასევე ხარისხიანი პისტოლეტის ფორმის მსგავსი საგნის გამოჩენის მომენტისთვის ვიდეო გამოსახულებაზე წყვეტა არ ფიქსირდება, ანუ ამ საგნების გამოჩენა მოქცეულია ვიდეოგამოსახულების უწყვეტ ნაწილში. 

4. ვიდეოჩანაწერზე ასახული პირების ქცევა მიმდინარეობს ემოციურ ფონზე. მათი ქცევის შესაბამისობის დადგენა ბუნებრივ ქცევასთან სცილდება ექსპერტ ჰაბიტოსკოპის კომპეტენციის ფარგლებს. 

6. გამოსაკვლევად წარმოდგენილ მეორე დისკზე არებულ ვიდეოგამოსახულებაზე ისრებით მითითებული პიროვნების გამოსახულება მოძიებული იქნა პირველ დისკზე არსებულ ვიდეო გამოსახულებაში და დადგინდა, რომ ის კადრში ჩანს სამჯერ. დეტალები იხილეთ კვლევით ნაწილში, ამ პირის კადრში სამივე გამოჩენის მომენტი მოქცეულია ვიდეო გამოსახულების უწყვეტ ნაწილში.

7. კადრის უწყვეტ ნაწილში დაფიქსირებული, დაჭრილი პიროვნება ღრმა ამოსუნთქვას აკეთებს კადრის დაწყებიდან 1 წუთზე 55 წამსა და 27 მილიწამზე. აღნიშნული მომენტის შემდეგ იგი კადრში გამოჩენისას არავითარ მოძრაობას არ ასრულებს“. 

დონაძის განცხადებით, ამ დასკვნის იდენტურია სამი ქვეყნის დასკვნა. ხოლო, მისი თქმით FBI-ის 2013 წლის 10 მაისით წინასწარი დასკვნის შედეგში წერია:

მეხსიერების ფლეშ ბარათი (QI)შემოწმებამ აჩვენა, რომ იგი 2.12 გიგაბაიტი მოცულობის 10 წუთიანი AVI ფაილისგან, ვიდეო წარმოდგენილია ინგლისურად PAI. ფორმატში. Q1 ფაილი არ წარმოადგენს ორიგინალს და შეიცავს 25-ზე მეტ რედაქტირებას (ზემოქმედებას). აღნიშლი რედაქტირებები (ზემოქმდებები) შესაძლოა გაკეთებული იყოს მიმდინარე რეჟიმშ (ე.ი კამერის რედაქტირებები), ან /და შესრულებული იყოს მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ორიგინალი ჩანაწერის შესრულება განხორციელდა (ე.ი სტუდიური რედაქტირება). ასევე არის რამდენიმე ადგილი, სადაც ხმა (აუდიო იკარგება)“.

დონაძე აღნიშნავს, რომ ეს არის FBI-ის დასკვნა, სადაც სიტყვა მონტაჟი კადრზე -გასროლიდან იარაღების პოვნამდე და სადაც ჯერ კიდევ ამირან რობაქიძე ცოცხალია, სიტყვა მონტაჟი არსად წერია და საქმეში ამ კადრის ეპიზოდზე საუბარი საერთოდ არ არის.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 31 მარტს 15:00 საათზე განახლდება.