აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული თემის გამო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

„აჯარიმებენ იმის გამო, როდესაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი მიზანმიმართულად, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ქმნის გადაადგილების დისკომფორტს“, - აღნიშნა კირცხალიამ

მან გამჭვირვალობის კანონზეც ისაუბრა.

„რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა ჩვენი მხრიდან?! ნარატივი იყო, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო, ახლა 2026 წლის 31 ოქტომბერია, ვინ გაიღვიძა ჩელიაბინსკში?! სად შეიზღუდა საზოგადოება, სად ნახეთ საზოგადოების კონტროლი?!“, - აღნიშნა კირცხალიამ.