შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი - 1999 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში დააკავეს.
მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.








