გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ  გზას საძირკველი გამოაცალა. 

სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია.ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.