ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა თანასოფლელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები იყვნენ.
51 წლის კაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.




