აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს, გრეგუარ დურუზსა და სარაია მარტინეზს შეხვდა.
უსკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.
„უმაღლესი საარჩევნო კომისია მიესალმება საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ინტერესსა და ჩართულობას მიმდინარე საარჩევნო პროცესში“,- ნათქვამია, უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.