ახალშობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე იმყოფებოდნენ.

პროგრამა 2022 წელს დაინერგა, 2023 წლიდან გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რაც 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობენ აჭარაში მცხოვრები 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე წყვილები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება. პროგრამის ფარგლებში გაიცა 150 ვაუჩერი.