საერთო კრებებისა და მოსახლეობასთან კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები სოფელ გეგუთში, ფარცხანაყანევში, ასევე გუმბრის, რიონის, დღნორისისა და გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. სოფელ გეგუთსა და ფარცხანაყანევში პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით გამართულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტები განხორციელდება. სოფლად განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტთა შორის ადგილობრივებმა ასევე, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა, სკვერებისა და მოსაცდელების რეაბილიტაცია და გარე განათებების ქსელის მოწყობა დაასახელეს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 47 სოფელში გაიმართება. ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 704 000 ლარი გამოეყო.