წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა და 2025 წელს გარდამავალი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. 18 თებერვლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყება. როგორც მერმა აღნიშნა პროექტები განხორცილედება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 47-ივე სოფელში.
„წარმომადგენლებისგან მოვისმინე პრიორიტეტები, მაგრამ საბოლოო არჩევანი მოსახლეობას ეკუთვნის. 20-ზე მეტი დასახელების პროექტებიდან ადგილობრივები თავად ირჩევენ რა უნდა გაკეთდეს. წელს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის 704 000 ლარია გამოყოფილი.“ - განაცხადა გენადი გალანჩივაძემ.
მერის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და სოციალური სამსახურის უფროს ნათია ჩაკვეტაძე.