შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სოფელ გუბისწყალში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური კოლექტორის  2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი  იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 100 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება  და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება.