შპს „საქართველოს მელიორაცია“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საჯიჯაო-ხიბულას მასივი  მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. 

სოფელ ლესიჭინეში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  2,5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.  


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.