წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ფეხი აუსრიალდა, წონასწორობა დაკარგა და კლდიდან გადაიჩეხა. ტურისტის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.

როგორც „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.