თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში 45 წლის მამაკაცი სცემეს.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანასოფლელები ერთმანეთს წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაუპირისპირდნენ.
ახალგაზრდა კაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება თავის ტვინის დაზიანება და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









