თელავის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა უბანი დროულად, დარღვევების გარეშე გაიხსნა - ამის შესახებ ,,აიპრესს,, #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ფარადაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 43 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს და ხმის მისაცემად ჯამში, 54 949 ამომრჩრეველს ელიან. 10 უბანში ხმის მიცემა ტრადიციული, ხოლო 33-ში ელქტრონული სისტემით არის შესაძლებელი.
თვითმმართველობის არჩევნები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 8 მერსა და საკრებულოს წევრებს იირჩევენ. კახეთში სულ სამი პარტიის კანდიდატია რეგისტრირებული. საგარეჯო 41-ვახტანგი კაკუტაშვილი “ქართული ოცნება” გურჯაანი 41 - გიორგი მაჭავარიანი “ქართული ოცნება” სიღნაღი 9-ნოდარი ვარდიაშვილი “ძლიერი საქართველო-ლელო” სიღნაღი 41- მალხაზი ბეგიაშვილი “ქართული ოცნება” დედოფლისწყარო 41- ნიკოლოზ ჯანიაშვილი “ქართული ოცნება” ლაგოდეხი 9- ვანო ზურაბაშვილი “ძლიერი საქართველო-ლელო” ლაგოდეხი 41- ჯონდო მდივნიშვილი “ქართული ოცნება” ყვარელი 41- ილია მზექალაშვილი “ქართული ოცნება” თელავი 25- ზაზა ჯაფარიძე „გახარია საქართველოსთვის“ თელავი 41- ვაჟა მაღრაძე "ქართული ოცნება" ახმეტა 25- მათე წვერაიძე „გახარია საქართველოსთვის“ ახმეტა 41- ალექსი ფიცხელაური “ქართული ოცნება”.