სტამბოლის ბოსფორის სრუტე, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს და შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან აერთებს, საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურების, სავაჭრო გზებისა და იმპერიების შეხვედრის ადგილი.
სექტემბერში ბოსფორის სრუტე კვლავ შთამბეჭდავ სარბენ არენად იქცა, სადაც ბოსფორის თასის 25-ე საიუბილეო რბოლა გაიმართა. სამდღიანმა ღონისძიებამ ქალაქის გულში საერთაშორისო ეკიპაჟებსა და ადგილობრივ მეზღვაურებს უმასპინძლა და ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ შეჯიბრებისთვის გააერთიანა.
შაბათ-კვირას იახტებმა ბოსფორის სრუტეზე გადაინაცვლა - იმ წყლებზე, სადაც ჩვეულებრივ კომერციული გემები გადაადგილდებიან. ფერადმა იალქნებმა სტამბოლის შთამბეჭდავი სანაპირო კიდევ უფრო გააცოცხლა. მეზღვაურებისთვის კი ეს ორ კონტინენტს შორის შეჯიბრების უნიკალური გამოცდილება იყო. შაბათ-კვირას კი, იახტებმა ბოსფორის სრუტეზე გადაინაცვლა - იმ წყლებზე, სადაც ჩვეულებრივ კომერციული გემები გადაადგილდებიან. ფერადმა იალქნებმა სტამბოლის შთამბეჭდავი სანაპირო კიდევ უფრო გააცოცხლა. მეზღვაურებისთვის კი ეს ორ კონტინენტს შორის შეჯიბრების უნიკალური გამოცდილება იყო.
აღმოაჩინეთ ბოსფორი თურქეთიდან
25 წელია, რაც ბოსფორის თასი მონაწილეებსა და მაყურებლებს სრუტის განსხვავებული პერსპექტივიდან აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს, როგორც წყლიდან, ისე სტამბოლის სანაპიროებიდან. რბოლის სანახავად მაყურებლებს ორივე სანაპიროდან შეუძლიათ თვალის მიდევნება და ამისთვის არც ნავია საჭირო და არც ბილეთი.
ნავით ტური ბოსფორზე
ბოსფორის დასათვალიერებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ადგილობრივი ბორნით მგზავრობაა. სრუტის ღირსშესანიშნაობების ახლოდან სანახავად კი შეგიძლიათ ნავით ტური აირჩიოთ, რომელიც ქაბათაშისა და ემინონუს ნავსადგურებიდან იწყება. შესაძლებელია როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი კრუიზის ან კერძო ნავის არჩევა.
ასევე, გზად თქვენს თვალწინ სტამბოლის საკულტო პანორამა გადაიშლება - ოსმალეთის დროინდელი სასახლეები, ისტორიული ციხესიმაგრეები, ზღვისპირა სასახლეები და ცოცხალი სანაპიროები. თუ მეტი დრო გაქვთ, ბორნით პრინცების კუნძულებისკენაც შეგიძლიათ გაემგზავროთ, სადაც ისტორიული ხის ვილები, მწვანე ქუჩები და მშვიდი ზღვისპირა გარემო დაგხვდებათ.
თურქული გემოები
ბოსფორის სანაპიროებზე გასტრონომიული გამოცდილებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება თავად ქალაქის კულტურის ნაწილს წარმოადგენს.
წყალთან ახლოს საუზმე ან ბრანჩი სტამბოლის დამთვალიერებელთათვის ერთ-ერთი საყვარელი ტრადიციაა. ამ დროს სუფრაზე გვხვდება ყველი, ზეთისხილი, მურაბები, ნამცხვრები და, რა თქმა უნდა, ახლადდაყენებული ჩაი. დღის ბოლოს კი, სანაპირო რესტორნები თევზის კერძებს, ტრადიციულ მეზესა და ადგილობრივ სასმელებს გვთავაზობს, MICHELIN-ის გზამკვლევში მოხვედრილ რესტორნებში კი სტუმრებს ტრადიციული ანატოლიური გემოების თანამედროვე ინტერპრეტაციებს სთავაზობენ.
სპორტის შესაძლებლობები ბოსფორზე
ბოსფორის აღმოჩენა მხოლოდ ნავით მგზავრობას არ გულისხმობს. სანაპიროზე მოწყობილი საფეხმავლო და ველობილიკები, სარბენი მარშრუტები და სხვადასხვა აქტივობა ქალაქის წყლის პირას გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. უფრო აქტიური დასვენებისთვის კი შესაძლებელია ვინდსერფინგი, ზღვის ველოსიპედით სეირნობა და სხვ.
წყარო aktual.ge










