„პარი სენ-ჟერმენი“ და ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ გახდნენ უეფას სუპერათასის მფლობელები
ზალცბურგში, „რედ ბულ არენაზე“ უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს უეფას ჩემპიონა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ და ევროპა ლიგის თასის მფლობელი „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის დებიუტში პარიზელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მათ მე-20 წუთზე ანგარიში გახსნეს. გოლი უძლიერესი დარტყმით ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 7.8) გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და შეტევა განაგრძო, თუმცა ანგარიშის გაზრდის შანსი ვერ გამოიყენა, „ასტონ ვილამ“ კი მოუმატა და მწვავედ შეუტია. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს პაჩოს უხეშს შეცდომას გოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარში თამაში ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. პარიზელებმა 61-ე წუთზე გაიტანეს გოლი და მოგებიანი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ასტონ ვილა“ (1:1)
გოლები: 20' ხვიჩა კვარაცხელია 1:0, 45' ბრაიან მაჯო 1:1, 61' დეზირე დუე 2:1
მოამზადა რაულ კაპანაძემ




