,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.