პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცის მოწყობას, მათ შორის: სასწავლო ოთახები, საძინებელი და დასასვენებელი ზონები, ადმინისტრაციული სივრცეები, სამზარეულო და სპორტული მოედანი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის

ამ დროისთვის, სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიეცა მკაცრად განსაზღვრული მოკლე ვადა, რათა უზრუნველყოს სამუშაოების დროულად და აქტიურად გაგრძელება როგორც ჩიბათის, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ობიექტებზე.

ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ფარცხმაში შენდება 110 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის №3 საბავშვო ბაღში, რომელიც 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღი შენდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, ხოლო სოფელ  ნატანებსა და ქვემო  ნატანებში რეაბილიტაცია უტარდება, საერთო ჯამში, 500 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღებს.

 ახალი ბაღი შენდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში, რომლის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

ყველა პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე, უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს შექმნას და სრულად არის მორგებული ბავშვების საჭიროებებზე.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.