სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს მთავრობა 6.5 მლნ ლარით აფინანსებს
განახლებულ საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები
პროექტი ითვალისწინებს ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას
ნატანების საბავშვო ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სველი წერტილები, სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს