ბანაკში პირველ ნაკადზე 70 ბავშვი გაემგზავრა.

მოზარდები ბიისში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ გააცილეს.

წელს ბანაკი ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14 - დან 18 წლის ჩათვლით 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს.

პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.

პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

#ბიისისბანაკი

#ბანაკი

#გორი