თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს ოპერატიულ შტაბში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.










