ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. ინფორმაციას აჭარის ა/
მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
“მაშველები გასულები არიან ხანძრის უშუალო კერებისაკენ. ხეობაში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი იმყოფება. დავიწყეთ გზის გაჭრა. შესაბამისად მიყვება მათ ჩვენი მაშველები. უშუალოდ ცეცხლთან მივა ჩვენი ტექნიკა და მიეცემა შესაძლებლობა, რომ ადგილზე უშუალოდ იმუშაონ. დღის გამვლობაში თუ ქარი არ ამოვარდება მოვახერხებთ ცეცხლის ლოკლიზებას. ვფიქრობ, ეს რესურსი საკმარისია. ჩვენ გუშინ ხანძრის კერები ვერტმფრენებიდან დავათვალიერეთ. ვერტმფრენით გადავსვით 30 მეხანძრე უშუალოდ რთულად მისასველ ადგილებთან, რამაც კარგი შედეგი გამოიღო” - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ნასოფლარის დასახლებასთან, მდინარე ჩუდურაულთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა წყლის ავზის შესაქმნელად, რათა ვერტმფრენმა წყლის აღება ყველაზე ახლომდებარე ადგილიდან შეძლოს. ხულოში ჩამოვიდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-ზე მეტი თანამშრომელი. დილიდან ხანძრის ლოკალიზებაში 500-მდე ადამიანია ჩართული. ხულოში, შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის კერები დაფიქსირებულია 4 ლოკაციაზე.