სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სენაკელ კალათბურთელეთა მიერ, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებულ წარმატებას ეხმიანება: ,,გილოცავთ! სენაკის სპორტის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს!
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა, 30 ივლისიდან, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ყველა სატურნირო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
წარმატებებს და ტურნირში გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს კალათბურთელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოთა კუჭავას! " - ნათქვამია სენაკის მერის მილოცვაში.