სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში 26- ე ქუჩა და აღნიშნული ქუჩის ჩიხები იგება, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

პპროექტის მიხედვით შეიცვალა ასევე ამორტიზირებული წყალსაწრეტი მილები, აღნიშნული გზა სოფლების დიდი ჯიხაიშშისა და ეწერს შორის დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს, სადაც სამარშუტო ტრანსპორტი გადაადგილდება. ადგილობრივების განცხადებით აქ კაპიტალური გზა არასოდეს ყოფილა. 
 გზის მშენებლობის სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან, დიდ ჯიხაიშში მერის წარმომადგენელთან ნუგზარ ნუცუბიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. 
 ამ გზასთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რიგი პროექტებისა დასრულებულია, წლის ბოლომდე დაგეგმილია გზების მიწესრიგება სხვადასხვა სოფლებში.